ასოციაცია ,,ათინათის“ პროექტის ,,ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება“ ფარგლებში, სცენარისტმა ქეთი დევდარიანმა ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრის მთავარი თემა იყო "ახალგაზრდების პრობლემები,ბულინგი და გენდერული სტერეოტიპები".
მოწვეულმა სტუმარმა ისაუბრა განათლების მნიშვნელობაზე, აქტიურ მოქალაქეობასა და ახალგაზრდების როლზე საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში.
დისკუსიაში აქტიურად ჩაერთნენ და თავიანთი არგუმენტირებული პოზიცია გამოხატეს ზუგდიდის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებმა.
პროექტს „ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება“ სამეგრელოს რეგიონში ახორციელებს ასოციაცია „ათინათი“ და გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინასური მხარდაჭერით.
მასალის გამოყენების პირობები