რუბრიკები
დიეტური სმუზი
ინგრედიენტები: მარწყვი 3/4 ჭიქა (სასურველია გაყინული) ბანანი 1 ცალი (გაყინული) რძე 1.5 ჭიქა ისპანახის ფოთლები 2-3 მუჭა კიტრი 1/2 ან 1 ცალი, ზომის მიხედვით მომზადების წესი: ყველა ინგრედიენტი ბლენდერში მოათავსეთ და ათქვიფეთ სანამ ერთგვაროვანი არ გახდება. ჩამოასხით ჭიქებში და დალიეთ მაშინვე. შეგიძლიათ ყინულიც დაამატოთ. რჩევა: თუ სმუზის ხშირად მიირთმევთ, შეგიძლიათ ხილი წინასწარ გაამზადოთ, შეურიოთ ერთმანეთს სასურველი კომბინაციები და პაკეტებით გაყინოთ. შემდეგ მხოლოდ რძეს დაამატებთ და ათქვეფთ. რძის ნაცვლად შეიძლება კეფირიც.
Print