რუბრიკები
,,ალიანსის" მოვაჭრეებს გიორგი თოდუა შეხვდა (ვიდეო)
ზუგდიდის იუსტიციის სახლის შენობასთან, რომელშიც ამჟამად ზუგდიდის საკრებულოა განთავსებული , სავაჭრო ქსელის "ალიანსი" მოვაჭრეები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეებს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი თოდუა შეხვდა. მოვაჭრეები აცხადებენ, რომ  შემოსავლების სამსახური მა აფრთხილებს, რომ თუ ისინი სალარო აპარატებს არ დადგამენ, მათ ჯარიმა დაეკისრებათ. გიორგი თოდუა აქციის მონაწილეებს დაჰპირდა, რომ ორშაბათს შეხვდება, როგორც შპს "ალიანსის" წარმომადგენლობას, ასევე - საშემოსავლო სამსახურის თანამშრომლებს და ვითარებაში თავად გაერკვევა. აქციაში მონაწილე ქალბატონები დადებითი პასუხის მოლოდინში ორშაბათამდე დაიშალნენ.   ამავე თემაზე:  შპს ,,ალიანსის" მოვაჭრეები აქციას მართავენ      
Print