რუბრიკები
ანა წითლიძემ მედიას მოსახლეობასთან შეხვედრების შედეგები გააცნო (ვიდეო )
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“  ანა წითლიძემ მედიას მოსახლეობასთან შეხვედრების შედეგები გააცნო. მისი თქმით, ის ბოლო 10 დღის განმავლობაში ზუგდიდის სხვადასხვა ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა. წითლიძემ რამდენიმე ინფრასტრუქტურულ პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის, კანალიზაციის, გზის, წყალარინებისა და წყალომამარაგების საკითხებზე. დეპუტატის თქმით, ამ მხრივ განსაკუთრებით რთული სიტუაციაა ერევნის, საირმის, ბაკურიანის, კლდიაშვილის ქუჩებზე და ასვე გამსახურდიას პირველ, წერეთლის მეოთხე და სიჭინავას პირველ შესახვევებში. „ზუგდიდში სანიაღვრე  არხებისა და  გზების  მოწესრიგება 2012 წელს უნდა დაწყებულიყო. სამწუხაროდ, ეს პროექტი შეჩერებულია და როგორც ახლა გვეუბნებიან, სხვადასხვა ვადებში დაიწყება სამუშაოები. ჩვენთვის გაუგებარია რეალურად როდის დაიწყება ეს“, - თქვა ანა წითლიძემ. დეპუტატის კითხვებს მერიის  ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსმა ჯიმშერ შეროზიამ უპასუხა. მისი განმარტებით, ზუგდიდში წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება და ის 2017 წლის ბოლოს დასრულდება. მისივე თქმით, ზემოაღნიშნული პროექტს აზიის განვითარების ფონდი აფინანსებს და მისი ღირებულება 200 მილიონ ლარს აღწევს. შეროზიას ინფორმაციით, აღნიშნულ პროექტზე - წყალმომარაგების მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოცხადდა, კანალიზაციის სისტემის მოწყობაზე - მიმდინარე თვეს გამოცხადდება. „რაც შეეხება მოუწესრიგებელ გზებს, უკვე უამრავი ქუჩა მოწესრიგდა, ეს პროცესი გაგრძელდება. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ გზების სრული რეაბილიტაცია ან ასფალტის დაგება ზემოაღნიშნული პროექტებიდან გამომდინარე არ იგეგმება.  ასევე მინდა გითხრათ, რომ დაგეგმილია 400 ათას ლარზე მეტი ღირებულების სანიაღვრე  არხების მოწყობა. მათ შორის ბაკურიანისა დ საირმეს ქუჩებზე“, -თქვა ჯიმშერ შეროზიამ.  
Print