ზუგდიდში ევროპის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები აკ. წერეთლის სახელობის პირველი საჯარო სკოლის ეზოში დილიდან დაიწყო. ზუგდიდის საველე ოფისის ხელმძღვანელმა ვონ ჰორნიმ განაცხადა, რომ ევროპა შუმანის დეკლარაციის 65-ე წლისთავს აღნიშნავს. მისი თქმით, ამ დღის აღსანიშნავი ღონისძიებები დილიდან დაიწყო და 14 სთ-ზე ვიქტორინით გაგრძელდება. ღონისძიებაში მოცეკვავეთა და მომღერალთა ჯგუფები ღებულობენ მონაწილეობას. მოგვიანებით კი ტურნირში გამარჯვებული გუნდი გამოვლინდება.
ევროპის დღის აღნიშვნა 10 მაისამდე გაგრძელდება. ამ დღეს ზუგდიდის საველე ოფისის მონიტორები მსგავსი სპორტული და კულტურული ღონისძიებით ეწვევიან სოფ. შამგონის საჯარო სკოლას, სადაც შამგონის, ახალაბასთუმნის და ინგირის სკოლის მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ დაგეგმილ ღონისძიებებში.
მასალის გამოყენების პირობები