რუბრიკები
ზუგდიდში ევროპის დღე აღნიშნეს (ვიდეო)
ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობამ და ENPARD-ის (ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის) პარტნიორმა ორგანიზაციებმა ზუგდიდში ევროპის დღე აღნიშნეს. ზუგდიდის იუსტიციის სახლის სკვერში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების გამოფენა მოეწყო. ასევე გაიმართა პერფომანსი და საზეიმო როკ-კონცერტი, რომლის ორგანიზება ასოციაცია „ათინათმა“ უზრუნველყო. ღონისძიების  ფარგლებში ევროკავშირის ელჩის მოადგილე ბორის იაროშევიჩი ქალაქის მერს ირაკლი გოგოხიას შეხვდა და რეგიონის გამოწვევებსა და ერთობლივ გეგმებზე ესაუბრა. განსაკუთრებული აქცენტი სოფლის მეურნეობის საკითხებზე გაკეთდა, ასევე ელჩის მოადგილემ და ქალაქის მერმა ერთობლივად მიმართეს ზუგდიდის მოსახლეობას და ევროპის დღე მიულოცეს . აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ფინანსური დახმარებით  ოქსფამი და მისი პარტნიორი ორგანიზაციები სწორედ სამეგრელოში ახორციელებენ სოფლის მეურნეობის მხარდამჭერ პროექტს, რომელიც ENPARD-ის პროგრამის ნაწილია. ევროპის დღის აღსანიშნავად ევრომარათონი გაიმართა, რომელიც სოფელ რუხში დაიწყო და ენგურის ხიდთან დასრულდა.
Print