სენაკის გამგებელი პროვოკაციებს"ნაციონალების" მხრიდან არ გამორიცხავს (ვიდეო)
11:14 / 11.05.2015
სენაკის გამგებლის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობა“ რაიონში პროვოკაციების მოწყობას გეგმავს. ამის შესახებ გოჩა დგებუაძემ საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა და ადგილობრივებს მოუწოდა არ აყვნენ აღნიშნულ პროვოკაციებს.
გოჩა დგებუაძის ინფორმაციით,იმ შემთხვევაში, თუ გამგეობის თანამშრომლები პროვოკაციებს არ წამოეგებიან, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს სხვა გეგმებიც აქვთ შემუშავებული,რაც,მისი თქმით,არ გაუვათ.
ანტიკორუფციულ საბჭოში, “ნაციონალური მოძრაობის” წევრების გარდა, ადგილობრივი მაცხოვრებლები და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები შედიან.სენაკს ისინი 11 მაისს ეწვევიან.
ამავე თემაზე: ანტიკორუფციული კომისია სენაკში მუშაობას იწყებს
მასალის გამოყენების პირობები