რუბრიკები
სენაკში ანტიკორუფციული საბჭო მუშაობას შეუდგა (ვიდეო)
სენაკში „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციულმა კომისიამ მუშაობა დაიწყო. პარტიის ლიდერების განმარტებით,სენაკის გამგებელი გოჩა დგებუაძე და მაჟორიტარი დეპუტატი გურამ მისაბიშვილი კორუფციულ გარიგებაში არიან ჩართული,რის შესახებაც საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან. „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან დღეს პარტიის წევრებმა გურამ მისაბიშვილისა და გოჩა დგებუაძის საწინააღმდეგო ბანერებიც  გააკრეს. ამასთან, პარტიის წევრები გამგებელს ხალხის მობილიზებასა და დაპირისპირების დაგეგმვაში ადანაშაულებენ.  სენაკის გამგებელი ყველა ბრალდებას უარყოფს, პროვოკაციებს კი თავად „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ელოდება.
Print