ხმაური იყო დღეს სენაკის პროკურატურასთან. რამდენიმე თვის წინ ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული რომეო არახამიას ოჯახის წევრები და ახლობლები პროკურორთან შეხვედრას ითხოვდნენ.
აქციის მონაწილეებმა სენაკის პროკურატურის შენობაში შეჭრაც სცადეს, რისი საშუალებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს. რომეო არახამიას ადვოკატის შორენა დავითაიას და ბრალდებულის ოჯახის წევრების მტკიცებით, მას ნარკოტიკები სამართალდამცავებმა ჩაუდეს. არახამიას ოჯახის წევრები ამ პირების მიმართ საქმის აღძვრას უშედეგოდ ითხოვდნენ. სწორედ ამ საკითხზე სურდათ მათ პროკურორთან შეხვედრა, რაზეც, როგორც თავად აცხადებენ, უარი მიიღეს.
ამავე თემაზე: ხმაურიანი სასამართლო პროცესი სენაკში.
მასალის გამოყენების პირობები