ზუგდიდის მერია ქალაქმშენებლობის სამსახურის შექმნას ითხოვს (ვიდეო)
16:42 / 11.05.2015
ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ ქალაქმშენებლობის სამსახურის შექმნის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. ამის შესახებ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი. შესაბამისი თხოვნით, ქალაქის მერიამ საკრებულოს გასულ კვირას მიმართა.
ახალი სამსახურის შექმნის შემთხვევაში, მერიის საშტატო ნუსხა, დაახლოებით, 4-5 თანამშრომლით გაიზრდება. საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ნუგზარ სარიას განმარტებით, ახალი სამსახური ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურს გამოეყო და ის პროექტებისა და ხარჯთაღრიცხვის განყოფილების ბაზაზე იქმნება. მერიის მოთხოვნის წინააღმდეგ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები წავიდნენ. მათი თქმით, აღნიშნული სამსახური საბიუჯეტო ხარჯების ზრდას გამოიწვევს.
ქალაქ ზუგდიდის მერიის სამსახურების უფროსების თანამდებობრივი სარგო 2000 ლარია, განყოფილების უფროსის ხელფასი 1500 ლარს შეადგენს, ხოლო მთავარი სპეციალისტის და სპეციალიტის ხელფასი 1000 დან-900 ლარით განისაზვრება. ამჟამად, ქალაქის მერიაში 100-ზე მეტი თანამშრომელი მუშაობს.
მასალის გამოყენების პირობები