ანტიკორუფციული კომისიის წევრები სენაკში მოსახლეობას ხვდებიან (ვიდეო)
12:36 / 12.05.2015
"ნაციონალური მოძრაობის" ანტიკორუფციული კომისიის წევრები სენაკში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებენ. ისინი ადგილობრივების პრობლემებს ეცნობიან.
სენაკელები მოუწესრიგებელ სანიაღვრე სისტემებზე, სოციალური დახმარებების გაუქმებაზე და ნეპოტიზმზე საუბრობენ. მოსახლეობა ამბობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში შესარჩევი კონკურსების გავლის მიუხედავად, ვერ ახერხებენ დასაქმებას. ადგილობრივები კონკრეტულ ფაქტებზე ამახვილებენ ყურადღებას.
„ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციულმა კომისიამ სენაკის ქუჩებში საინფორმაციო ბუკლეტებიც დაარიგა. დღეს პარტიის რაიონულ ოფისში ნეპოტიზმის სქემის პრეზენტაცია იგეგმება, რის შემდეგ პარტიის ლიდერები მსურველ მოქალაქეებს პირადად მიიღებენ და გაესაუბრებიან.
მასალის გამოყენების პირობები