რუბრიკები
ნეპოტიზმის სქემის პრეზენტაცია სენაკში
"ნაც.მოძრაობის" ანტიკორუფციულმა კომისიამ ნეპოტიზმური სქემის პრეზენტაცია სენაკში გამართა.  უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი თევდორაძის მტკიცებით, სენაკის გამგებელმა  გოჩა დგებუაძემ მისი ძმების კომპანიებს სხვადასხვა ტენდერებში გაამარჯვებინა. სქემის პრეზენტაციაზე ასევე საუბარი შეეხო გოჩა დგებუაძის მიერ რესტორნებსა და სხვადასხვა ღონისძიებებში ბიუჯეტიდან  დახარჯულ თანხებს. 11245328_983513338333090_1273784180_n სენაკის გამგებელი გოჩა დგებუაძე "ნაც.მოძრაობის" ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხებზე თავად მიმართა საგამოძიებო უწყებებს. მისი თქმით, დანაშაულის არსებობის შემთხვევაში ის დღეს თანამდებობაზე არ იქნებოდა.
Print