სენაკში ჩინეთის საინვესტიციო კომპანია „ტურიზმის საერთაშორისო საინვეტიციო ჯგუფის“ დირექტორი იუან სინ ჯონი და კომპანიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.ჩინელმა ინვესტორებმა სენაკის გამგებელ გოჩა დგებუაძესა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად კურორტი მენჯი დაათვალიერეს.ისინი ბალნეოლოგიური კურორტით დაინტერესდნენ და მის აღსადგენად 200 ათას დოლარიანი ინვესტიციის ჩადებას გეგმავენ.
შესაბამისი მემორანდუმი სენაკის გამგეობასა და ინვესტორებს შორის მიმდინარე კვირას გაფორმდება.კურორტის აღდგენით სამუშაოებზე 1000-მდე მოქალაქე დასაქმდება, აქედან 80% - ადგილობრივები იქნებიან.
მასალის გამოყენების პირობები