რუბრიკები
ყველაზე გავლენიანი დედები
ჰოლივუდის ვარსკვლავები ხშირად სხვადასხვა რეიტინგებში ხვდებიან. ამჯერად, შოუ-ბიზნესის ლამაზმანები ტოპ-ყველაზე გავლენიანი დედების რეიტინგში მოხვდნენ, რომელიც ბრიტანულმა ჟურნალმა Working Mother ჩაატარა. მთავარი რედაქტორის, ჯენიფერ ოუენის განცხადებით, მონაწილეთა შერჩევა სხვადასხვა კრიტერიუმებით შედგა:"ჩვენ რეიტინგში ჩავრთეთ ის ქალბატონები, რომელთაც ჰყავთ შვილები, მინიმუმ 18 წლამდე. თითოეულ მათგანს აქვს გავლენა საზოგადოებაზე და დიდი ხნის წარმატებული კარიერა". რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა მომღერალმა ბიონსემ, რომელსაც 3 წლის გოგონა ბლუ აივი ჰყავს, მეორე ადგილი ერგო ანჯელინა ჯოლის, ის მრავალშვილიანი დედაა, შემდეგ მოდის კიმ კარდაშიანი. მეოთხე ადგილზეა ოთხი შვილის დედა ვიქტორია ბექჰემი, მეხუთეზე მსახიობი კერი ვაშინგტონი და ბოლოს,პოპ-ვარსკვლავი მადონა. 210766 210763 210764 210765
Print