რუბრიკები
ნეპოტისტური სქემის ახალი სია სენაკში (ვიდეო)
სენაკში ანტიკორუფციული კომისიის მუშაობის ფარგლებში დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა მედიის წარმომადგენლებს ნეპოტისტური სქემის ახალი სია წარუდგინა. დეპუტატის მტკიცებით, სენაკის გამგეობაში გამგებელ გოჩა დგებუაძის  და რაიონის მაჟორიტარ გურამ მისაბიშვილის მეგობრები და ახლო ნათესავები მუშაობენ. "ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებებს დღეს კიდევ ერთხელ უპასუხა სენაკის  გამგებელმა გოჩა დგებუაძემ. იგი აცხადებს, რომ  გამგეობასა და საკრებულოში თანამშრომლები კონკურსის  წესით და პროფესიონალიზმის მიხედვით შეირჩნენ. უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი აკაკი  მინაშვილი თავის მხრივ დასძენს ,რომ გამგებელი მათ წინააღმდეგ პროვოკაციებს გეგმავს.  გოჩა დგებუაძე  საზოგადოებას მოუწოდებს,  რომ  არ აყვნენ  „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ  პროვოკაციებს.
Print