დეკანოზი მიქაელ ასათიანი - საარჩევნო პროცესებში ჩართვას ვგეგმავთ (ვიდეო)
16:51 / 13.05.2015
ზუგდიდში საზოგადობრივმა ორგანიზაციამ, „ენა, მამული, სარწმუნოება“ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის დეკანოზ მიქაელ ასათიანის თქმით, ისინი პოლიტიკურ ორგანიზაციად ჩამოყალიბებას და საარჩევნო პროცესებში ჩართვას გეგმავენ. მისივე თქმით, ორგანიზაციაში უმეტესად ახალგაზრდები არიან, რომლებიც პოლიტიკურ ცხოვრებაში არასოდეს არ ყოფილან ჩართულნი. ორგანიზაციამ შეხვედრა სიმბოლურად ზუგდიდიდან დაიწყო.
„ზუგდიდიდან დავიწყეთ შეხვედრები, რადგან გვინდა რუსეთს აქედან ვუთხრათ, რომ ჩვენი ქვეყნის მიწის არც ერთ გოჯს არ დავთმობთ, არ დავბრუნდებით რუსულ ორბიტაზე და გავაგრძელებთ გზას ცივილიზებული სამყაროსკენ - ევროპისკენ“, - თქვა თბილისის მთავრანგელოზ მიქაელის სახელობის ეკლესიის დეკანოზმა მიქაელ ასათიანმა.
ორგანიზაციის წევრების თქმით, ისინი მსგავს შეხვედრებს მომავალშიც გეგმავენ.
მასალის გამოყენების პირობები