კომპანია „ელიტ ელექტრონიქსი“ 19 წლის გახდა. დაბადების დღესთან დაკავშირებით, ტექნიკის მაღაზიაში ერთი კვირის განმავლობაში ფასდაკლებები იმოქმედებს.
„სხვადასხვა სახის ტექნიკაზე სხვადასხვა ფასდაკლებები გვაქვს. ჩვენთან აქცია დღეს დაიწყო და 19 მაისამდე გაგრძელდება. ერთგულ მომხმარებლებს ველით“, - თქვა „ელიტ ელექტრონიქსის“ ზუგდიდის ფილიალის მენეჯერმა გოჩა ჯიქიამ.
"ელიტ ელექტრონიქსი" 1996 წლის 16 მაისს ბათუმში დაარსდა. თავდაპირველად მისი შემადგენლობა სამი ადამიანით შემოიფარგლებოდა, დღეს კი კომპანიაში 460-მდე თანამშრომელია დასაქმებული. სს "ელიტ ელექტრონიქსის" პირველი მაღაზია თბილისში 1998 წელს აღმაშენებლის გამზირზე გაიხსნა, ამავე წლიდან „ელიტ ელექტრონიქსი" გახდა BOSCH და SIEMENS-ის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში.
მასალის გამოყენების პირობები