რუბრიკები
ტირამისუს ნაყინის ტორტი
რეცეპტის ინგრედიენტები: ¾ ჭიქა ესპრესო, გაცივებული ¼ ჭიქა შავი რომი ან ყავის ლიქიორი 100 გრამამდე “ლედის თითები“ 3 ჭიქა ვანილის ან ყავის ნაყინი ¾ ჭიქა კარგად გახეხილი მწარე ან ნახევრადტკბილი შოკოლადი მოსართავად გამოიყენეთ კაკაოს ფხვნილი მომზადების წესი: 1. 20×10 სმ ლითონის ღრმა ფორმაში ჩააფინეთ კულინარიული ცელოფანი ისე, რომ კიდეებიდან გადმოშვებული იყოს 5–7 სმ. 2. დაბალ თასში ერთმანეთს შეურიეთ ესპრესო და რომი/ლიქიორი. წაუსვით ან ორივე მხრიდან კარგად ამოავლეთ ლედის თითების მესამედი (დაახლოებით 8 ცალი) ამ ნარევში და დაალაგეთ გამზადებული ღრმა ფორმის ძირზე. 3. გადაუსვით 1 ჭიქა ნაყინი ჩხირებს და თანაბრად მოაყარეთ გახეხილი შოკოლადის მესამედი. ეს პროცედურა გაიმეორეთ ორჯერ დარჩენილი “ლედიფინგერსის” ჩხირებით, ნაყინით, ესპრესო-რომის ნარევით და გახეხილი შოკოლადით (უნდა მიიღოთ 3 ფენა). 4. გადააფარეთ ცელოფანი და გაყინეთ მინიმუმ 3 საათის განმავლობაში ან მანამ, სანამ მზად არ იქნება მისართმევად. გადმოაბრუნეთ ფორმა ლანგარზე და მოაცილეთ ცელოფანი. დაჭერით 4–5 სმ. ნაჭრებად. სურვილისამებრ შეგიძლიათ მორთოთ კაკაოს ფხვნილით. გემრიელად მიირთვით!
Print