ზუგდიდში С ჰეპატიტის თემაზე ტრენინგ-შეხვედრა გაიმართა (ვიდეო)
11:32 / 14.05.2015
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებისთვის "ქრონიკული С ჰეპატიტის" თემაზე ერთდღიანი ტრენინგ-შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ასოციაცია "ქსენონის" მიერ იყო ორგანიზებული. მას ექიმ–ინფექციონისტი მეცნიერებათა დოქტორი–მაია ბუწაშვილი უძღვებოდა.
„ტრენინგის თემატიკა ძალიან საინტერესოა და ითვალისწინებს პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმების ინფორმირებულობას უშუალოდ დავადების კლინიკურ ნიშნებზე, მკურნალობა-დიაგნოსტიკისა და იმ შესაძლებლობებზე,რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს С ჰეპატიტის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში“, - თქვა „ქსენონის“ ხელმძღვანელმა ნინო ჯანაშიამ.
ასოციაცია ,,ქსენონი'' აღნიშნულ პროექტს ფონდი “ღია საზოგადოება–საქართველოს” მიერ დაფინანსებული პროექტის ” C ჰეპატიტის დიაგნოსტირება და მკურნალობა – მოქმედებიდან მეტი მოქმედებისკენ,ხელმისაწვდომობიდან მეტი ხელმისაწვდომობისკენ,” ფარგლებში ახორციელებს.
მასალის გამოყენების პირობები