კულტურული ღონისძიებებისთვის ზუგდიდის ბიუჯეტიდან 62 ათასი ლარი გამოიყო (ვიდეო)
16:20 / 14.05.2015
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ბავშვთა დაცვის დღესთან და „ბოლო ზართან“ დაკავშირებული ღონისძიებებისთვის 62 ათასი ლარი გამოიყო. აქედან,ელექტროენერგიის განაწილების მომსახურების შესყიდვაზე 200 ლარი, რძის პროდუქტებისთვის (ნაყინი)8000 ლარი, სასტუმროს მომსახურებისთვის 5000ლარი, ბუშტების შესყიდვაზე 500 ლარი, ხოლო ხელთნაკეთი ნივთების შესაძენად 1000 ლარი გამოიყო. შესაბამის გადაწყვეტილებას საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მხარი ყველა დამსწრე დეპუტატმა დაუჭირა.
მასალის გამოყენების პირობები