რუბრიკები
Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების რეიტინგი შეადგინა
პოპულარულმა ჟურნალმა Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების რეიტინგი შეადგინა. ჟურნალისტებმა გაითვალისწინეს კომპანიის მოგება ბოლო სამი წლის განმავლობაში და სხვადასხვა სფეროში მოგებაზე მათი გავლენის კოეფიციენტი. ასეულის პირველიპოზიცია, ისევე როგორც გასულ წელს, ამერიკულმა კომპანიამ Apple-მა დაიკავა. ბრენდის ღირებულებამ 145,3 მლრდ დოლარი შეადგინა. მეორე ადგილი წილად ხვდა Microsoft-ს, რომლის ღირებულება 69,3 მლრდ დოლარად შეფასდა. სამეულის რიგებში მოხვდა Google-იც. კომპანიის ბრენდის ღირებულებამ 56, 6 მლრდ დოლარი შეადგინა. მეოთხე ადგილი დაიკავა Coca-Cola-მ (56 მლდრ დოლარი), მეხუთე - IBM (49, 8 მლრდ დოლარი), მეექვსე - McDonald`s-ი (39,5 მლრდ დოლარი), მეშვიდე პოზიცია დაიკავა Samsung-მა (37,9 მლრდ დოლარი), Facebook-ი კი თავისი 36,5 მლრდ დოლარით მეათე ადგილზე აღმოჩნდა. რეიტინგში ასევე შევიდნენ ცნობილი კომპანიები Disney, AT&T, Amazon-ი, Louis Vuitton-ი, Cisco, BMW, Oracle, Nike, Intel-ი და Wal-Mart-ი.
Print