პრინცი ჰარი მაორის ტომის სარიტუალო ცეკვას ასრულებს
08:12 / 18.05.2015
პრინცი ჰარი თავიდან ბოლომდე ჩაეფლო ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის კულტურის შესწავლაში. ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენელი არა მხოლოდ ადგილობრივი სამხედრო საქმეების მახასიათებლებს სწავლობს, არამედ ეცნობა უძველეს ტრადიციებსაც. ასე, რომ ახალზელანდიურ სამხედრო ბანაკში Linton Military ვიზიტისას, პრინცს ასწავლეს ჰაკა – მაორის ტომის უძველესი საომარი ცეკვა.
30 წლის პრინცმა ჰაკას ძირითადი მოძრაობები გაითავისა და 30 ახალზელანდიელ სამხედროსთან ერთად ეს რიტუალი შეასრულა კიდეც. როგორც Associated Foreign Press იტყობინება, ჰარის ცეკვის სასწავლად მხოლოდ 20 წუთი ჰქონდა. ჰაკას შესრულებით მაორის ტომი პატივს აგებს თავის დაღუპულ მეგობრებსა და ძველ საბრძოლო კამპანიებს.
„შეზღუდული დროის გათვალისწინებით, რთული იყო მისთვის ყველა მოძრაობა და სიტყვა გვესწავლებინა,- გამოტყდა ინსტრუქტორი ბრეტ პენე. – ასე, რომ ვფიქრობ მან თავი ყველაფერს შესანიშნავად გაართვა“.
მასალის გამოყენების პირობები