რუბრიკები
შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის მსოფლიო დღე ზუგდიდში აღნიშნეს (ვიდეო)
ზუგდიდში შიდსით გარდაცვლილთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს. დადიანების მუზეუმის ეზოში საქართველოში დაავადების შედეგად გარდაცვლილ 1012 ადამიანს პატივი ანთებული სანთლებით მიაგეს, რომელთა ქვეშ ფურცლებზე ამ პირთა სახელები იკითხებოდა.  დადიანების მუზეუმის ეზოში ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და მოქალაქეები შეიკრიბნენ. 1983 წლიდან,ყოველი მაისის მესამე კვირას მსოფლიო საზოგადოება შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. „International AIDS Candlelight Memorial“ არის მსოფლიო მოძრაობა,რომელიც 115 ქვეყნის 1200 ორგანიზაციას აერთიანებს. ასოციაცია ,,ქსენონი’’, რომლის ორგანიზებითაც და ზუგდიდის მერიის ტექნიკური მხარდაჭერით ეს ღონისძიება გაიმართა, 2015 წელს ოფიციალურად შეუერთდა ამ მოძრაობას.
Print