რუბრიკები
გუგლმა თვითმავალი მანქანების ტესტირება დაიწყო
გუგლი, თავისივე დიზაინით შექმნილი თვითმავალი მანქანების ტესტირებას, ამ ზაფხულს დაიწყებს, თუმცა ეს ის მოდელები არ არის, რის შესახებაც კომპანია, 1 წლის წინ საუბრობდა. ინჟინერები Lexus RX450h-ის 25 მოდელს დატესტავენ, რომლებსაც იგივე პროგრამული უზრუნველყოფა აქვს, რაც თვითონ გუგლს, – აცხადებს გუგლის კომპანია. გუგლის მანქანების მოდელები, დეტროიტში, Roush-ის ინდუსტრიის მიერ შეიქმნა. კომპანიის განცხადების მიხედვით, მგზავრისა და ფეხით მოსიარულის დამცავ ახალ ტექნოლოგიასაც მალე დატესტავენ. ორშაბათს, კომპანია გუგლმა, გაამჟღავნა ინფორმაცია, რომ გუგლის Lexus-ის მოდელები, კალიფორნიაში მომხდარ 11 ავარიაში იყო ჩარეული. “გუგლის თვითმავალი ახალი მოდელები არაერთი ავარიის მონაწილეა, თუმცა, არც ერთ მათგანს მსხვერპლი არ მოჰყოლია”, – აცხადებს კომპანიის წარმომადგენლობა.
Print