ზუგდიდში შშმ პირების დასაქმების სფეროში არსებულ პრობლემებზე იმსჯალეს (ვიდეო)
15:53 / 19.05.2015
ზუგდიდში ასოციაციამ ,,დეა“ და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ სადისკუსიო შეხვედრა გამართეს თემაზე -სახელმწიფო პოლიტიკის მოდელები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების სფეროში. შეხვედრა ასოციაციის „დეა“ ოფისში შედგა. მას ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები,ასევე,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათი ოჯახის წევრები დაესწრნენ.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგრამების კოორდინატორმა ციური ანთაძემ შეხვედრის მონაწილეებს საერთაშორისო გამოცდილება გააცნო, რომლიც განვითარებულ ქვეყნებში შშმ პირების დასაქმების სფეროში არსებობს.განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა მარიკა ზაქარეიშვილმა შეკრებილებს სამინისტროს სტრატეგია გააცნო,რომელიც შშმ პირების დასაქმების ხელშეწყობას ითვალისწინებს.
გარდა ამისა, შეხვედრაზე საქართველოში შშმ პირთა დასაქმების სფეროში არსებული გამოწვევები განიხილეს. თავის მხრივ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა იმ პროექტებზე ისაუბრეს,რომლებიც შშმ პირების დასაქმებასა და ადაპტირებული გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს.
მასალის გამოყენების პირობები