რუბრიკები
Google ძიების შედეგების ჩვენების გარდა, ვაჭრობასაც იწყებს
Google, ძიების შედეგებთან ერთად, ღილაკ „ყიდვასაც“ აჩვენებს. წყაროს ინფორმაციით, ღილაკი, მობილური მოწყობილობებიდან ძიებისას გამოჩნდება. მასზე ხელის დაჭერით, მომხმარებელი გადამისამართდება სპეციალურ გვერდზე Google-ში, სადაც უკვე კონკრეტული პარამეტრების, ფერის, ზომის, მიტანის პირობების არჩევას შეძლებს. უშუალოდ ვაჭრობით დაკავდება არა Google, არამედ მისი პატრნიორები. მათ შორის წყარომ დაასახელა მაღალიაზა ქსელი Macy’s-ი. ახალი ფუნქცია შესაძლოა საფრთხე გახდეს Amazon-თვის და eBay-თვის. კომპიუტერებზე Google ამ ღილაკის გამოყენებას ჯერ არ გეგმავს, ვინაიდან პროექტი ჯერ ექსპერიმენტია.
Print