კინოკომპანია Universal Pictures- მა სტივ ჯობსის ახალი ბიოგრაფიული ფილმის პირველი სარეკლამო რგოლი გამოაქვეყნა.
ვიდეოში მთავარი როლის შემსრულებელთან მაიკლ ფასბენდერთან ერთად ქეით უინსლეტს, ჯეფ დენიელსა და სეთ როგენს იხილავთ. თიზერში სტივ ჯობსი აუდიტორიას თავის ახალ პროდუქტს წარუდგენს.
ფილმის რეჟისორი დენი ბოილია, სცენარი აარონ სორკინმა დაწერა, გადაღებები 2015 წლის იანვარში დაიწყო, პრემიერის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
მასალის გამოყენების პირობები