რუბრიკები
„დაიწყე დღე ველოსიპედით“ აქცია ზუგდიდში (ვიდეო)
აქცია სახელწოდებით „დაიწყე დღე ველოსიპედით“ ასოციაცია „ათინათის“ ინიციატივით გაიმართა და მისი მიზანია საზოგადოებაში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და იმ მოქალაქეების წახალისება, რომლებიც მუდმივად ზრუნავენ, როგორც საკუთარ ჯანმრთელობაზე, ასევე გარემოსადმი მიყენებული ზიანის შემცირებაზე. აქციაში, რომლის ათვლის წერტილი ასოციაცია "ათინათის“ ოფისი იყო, ადგილობრივი ხელისუფლების, კერძო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.  ერთობლივი ფოტოების გადაღების შემდეგ აქციის მონაწილეებს, სიმბოლური სერთიფიკატი და მაისური"ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის,“ გადაეცათ.  აქციის დასრულების შემდეგ მონაწილეები ველოსიპედებით გაემართნენ სამსახურში. ამავე თემაზე : დღეს ზუგდიდში აქცია „დაიწყე დღე ველოსიპედით“ გაიმართა (ფოტორეპორტაჟი) ველომოყვარულები ზუგდიდში
Print