ქალაქ ზუგდიდის ბიუჯეტი 2 მილიონი ლარით გაიზარდა (ვიდეო)
17:33 / 20.05.2015
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტი 2 მილიონ 217 ათასი ლარით გაიზარდა. ამის შესახებ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი. საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე კახაბერ ფარცვანიას განმარტებით, აღნიშნული თანხა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მოხმარდება:
ქალაქ ზუგდიდის მე-10 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია - 146, 7 ათასი ლარი.
გარეგანათების მოწყობა - 237, 3 ათასი ლარი.
ყინულის სასახლის მშენებლობის დასრულება - 914, 4 ათასი ლარი.
რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის მოწყობა - 129, 7 ათასი ლარი.
სანიაღვრე და წყალსაწრეტი მოწყობილობის მოწესრიგება.
ამასთან, ბიუჯეტში შევიდა შიდა ცვლილება. კერძოდ, შემცირდა მერიისა და საკრებულოს ადმინისტრაციული და ასევე აიპიების ხარჯები. მათ შორის საკრებულოს ხარჯები 24, 1 ათასი ლარით შემცირდა, ხოლო მერიის 228, 8 ათასი ლარით.
ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების ხარჯზე გაიზარდა შემდეგი პროგრამების დაფინანსება:
გზების რეაბილიტაცია - შეკეთება - 100 ათასი ლარი.
სპორტული მოედნის მშენებლობა - 85 ათასი ლარი.
უმწეო ოჯახების საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია - 100 ათასი ლარი.
ზემოაღნიშნული ცვლილებებიდან გამომდინარე ქალაქ ზუგდიდის ბიუჯეტი 19 მილიონ 859, 8 ათასი ლარით განისაზღვრა.
მასალის გამოყენების პირობები