რუბრიკები
ირმა ინაშვილმა სამეგრელოს მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა (ვიდეო)
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი ზუგდიდის მოსახლეობას შეხვდა.  ირმა ინაშვილის თქმით, ეს არის ერთ-ერთი მოსამზადებელი შეხვედრა იმ დიდი შეხვედრებისა, რომელსაც პოლიტიკური ორგანიზაცია სამომავლოდ ყველა რაიონში გეგმავს.  ოდიშის კულტურის სახლში, როგორც „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერები, ისე „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები და ემზარ კვიციანი იმყოფებოდა. ირმა ინაშვილის განცხადებით, აღნიშნული შეხვედრა  გაცნობითი ხასიათის იყო.  სამომავლოდ “პატრიოტთა ალიანსი” სამეგრელოში რაიონული ორგანიზაციების ჩამოყალიბებას  გეგმავს.
Print