რუბრიკები
მატონიზირებელი ყინულოვანი ჩაი
ინგრედიენტები: შავი ჩაი 5 პაკეტი ლიმონი 1 ჯანჯაფილი (კოჭა) 2-3 სმ პიტნა 2-3 ტოტი შაქარი გემოვნებით მომზადების წესი: ჭურჭელში მოათავსეთ ჩაის პაკეტები, პიტნა, ლიმონის კანი და დაჭრილი ჯანჯაფილი. დაასხით 1.5 ლ მდუღარე წყალი და დააყენეთ 5 წუთი. შემდეგ ჩაის პაკეტები ამოიღეთ, დანარჩენი კი დატოვეთ კიდევ ცოტა ხანს, სანამ ჩაი შეგრილდება. გაწურეთ და დაამატეთ ლიმონის წვენი, ასევე შაქარი გემოვნებით. მიირთვით ცივი, ყინულით და ლიმონის ნაჭრებით
Print