რუბრიკები
დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ენგურის ხიდიდან დაიწყო (ვიდეო)
ზუგდიდში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ენგურის ხიდიდან დაიწყო. ადგილობრივმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა ქართული და აფხაზური ხალური სიმღერები და ცეკვები შეასრულეს. ღონისძიების დასასრულს ცაში  სიმბოლურად მშვიდობის მტრედები გაუშვეს. „დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებული დღეა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ვისურვებდი, რომ ძალიან მალე საქართველო  ერთიანი და მთლიანი იყოს“, - თქვა ქალაქ  ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ მერაბ ქვარაიამ. ზუგდიდში დამოუკიდებლობის  დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. საზეიმო პროგრამა  ჯგუფი „მგზავრების“  კონცერტით დასრულდება, რომელიც ცენტრალურ პარკში 20:00 საათზე დაიწყება.
Print