საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ზუგდიდში (ვიდეო)
14:10 / 26.05.2015
ზუგდიდში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში გრძელდება. დილიდან ქალაქის ცენტრში გამოიფინა სამხედრო ტექნიკა,იარაღები,საგანგებო სიტუაციების სამსახურისა და სასწრაფო დახმარების სპეცტექნიკა. ზუგდიდში წელს პირველად გამოფენაზე გამოჩნდა ავტომოყვარულთა ტექნიკაც.
ასევე ქალაქის ცენტრალურ ბულვარში სხვადსხვა სპორტული და კულტურული ღონისძიებები იმართება. ზუგდიდის შ. დადიანის დრამატული თეატრის მსახიობებმა ქუჩებში პანტონიმის დასის მსვლელობა და თეატრალური წარმოდგენა გამართეს. პარალელურად გაიმართა მშვიდობის თემაზე დაფაზე და ასფალტზე ხატვა, ნახატების გამოფენა ART- გალერეაში, სხვადასხვა მუსიკალური კონცერტები, ხალხური რეწვის ნიმუშების, ყვავილებისა და საკითხავი ლიტერატურის გამოფენა– გაყიდვა.
დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ზუგდიდის ახალ პარკში გალა-კონცერტით დასრულდება,რომელიც საღამოს 20 საათზე დაიწყება.დამოუკიდებლობის დღეს ზუგდიდში ჯგუფი "მგზავრები" იმღერებენ.
მასალის გამოყენების პირობები