რუბრიკები
Apple მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ ბრენდად დასახელდა
ანალიტიკორმა კომპანია Millward Brown-მა თავისი რიგით მეათე რეიტინგი გამოუშვა, რომელიც ბრენდების ღირებულების მიხედვით არის დალაგებული და BrandZTop 100 ჰქვია. ამ წლის რეიტინგის ლიდერი გახდა Apple, რომლის ბრენდი $246.992 მლრდ-ად შეფასდა. გასულ წელს ბრენდი Apple, 67%-ით გაძვირდა და ამიტომ გაუსწრო შარშანდელი რეიტინგის ლიდერს, Google-ს. 2015 წლის რეიტინგში შესული ბრენდების ჯამური ღირებულება $3.3 ტრილიონია. Millward Brown-მა პირველი რეიტინგი 2005 წელს გამოუშვა და მაშინ 100 გლობალური ბრენდის ღირებულება სულ $1.4 ტრილიონად იყო შეფასებული. 2014 წლის რეიტინგთან შედარებით კი წლევანდელში ბრენდების საერთო ღირებულება 14%-ით არის გაზრდილი.
Print