ანი წითლიძემ ახალგაზრდებთან ერთად აქცია გამართა (ვიდეო)
14:24 / 01.06.2015
საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ანა წითლიძემ, ახალგაზრდებთან ერთად ქალაქ ზუგდიდის მერიის შენობის და სავაჭრო ცენტრის „ალიანსი“ მიმდებარე გზებზე არსებული ორმოები ამოავსო.
”ამ აქციით ჩვენ ვეცადეთ დავეხმაროთ ადგილობრივ ხელისუფლებას, საკრებულოს და მერიას.იმ ფონზე, როდესაც ზუგდიდში გზებზე კისერს ვიტეხავთ,ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები თავიანთ ოფისებში რემონტებს იკეთებენ.
გადავაწყვიტეთ, ჩვენ თვითონ ამოგვევსო ორმოები ზუგდიდის ცენტრალურ ქუჩებში და მათთვის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების სახელები მიგვენიჭებინა. შესაბამისად, ზუგდიდში უკვე გვაქვს ირაკლი გოგოხიას, მერაბ ქვარაიას, გიორგი თოდუას, გია გულორდავას, ჯიმშერ შეროზიას სახელობის ორმოები”,- თქვა ანი წითლიძემ.
მისი თქმით, ყველა ნორმალურ ქვეყანაში გზების რეაბილიტაცია ადგილობრივი ხელისუფლების მიერ სწრაფად მოგვარებადი პროცესია, ზუგდიდში კი ყველაფერი შეჩერებულია.
მასალის გამოყენების პირობები