ზუგდიდში ბენზინსა და მედიკამენტებზე ფასების ზრდა გააპროტესტეს (ვიდეო)
13:30 / 02.06.2015
ზუგდიდში, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენელმა გურამ შელიამ „გალფის" ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია გამართა. მან მხარდამჭერებთან ერთად სამომხმარებლო ბაზარზე საწვავის და მედიკამენტების ფასების მატებასთან დაკავშირებით პროტესტი გამოხატა.
“დღევანდელი ჩვენი აქცია მძარცველების წინააღმდეგ არის მიმართული, ჩვენი მოთხოვნაა საწვავზე და მედიკამენტებზე ფასებმა დაიკლოს, ეს არის გამაფრთხილებელი აქცია და თუ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, მომავალში სხვა ზომებს მივმართავთ".-აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბარში გურამ შელიამ.
მასალის გამოყენების პირობები