რუბრიკები
ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში "მაკდონალდსი" გახსნა (ვიდეო)
ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩ რიჩარდ ნორლანდთან ერთად ზუგდიდში „მაკდონალდსი“ ოფიციალურად გახსნა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით,ევროპული ტენდენციების მიხედვით შექმნილი და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი რესტორანი, უპრეცენდენტოდ მოკლე ვადაში – 5 თვეში აშენდა. განხორციელებული ინვესტიციის მოცულობამ 5.2 მილიონი ლარი შეადგინა.რესტორანში უკვე 70 ახალგაზრდაა დასაქმებული. “ეს არის უნიკალური პროექტი. მსგავსი ტექნოლოგიებით გაკეთებული რესტორანი მეხუთეა ევროპაში და მისასალმებელია, რომ ის ზუგდიდში გაიხსნა. რესტორნის გახსნაში აქტიურად იყო ჩართული გუბერნატორი და ადგილობრივი ხელისუფლება.ასევე, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო აშშ-ის ელჩს, რომელიც ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერია. ჩვენ გვიხარია, რომ კიდევ ერთი ამერიკული რესტორანი გაიხსნა საქართველოში”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ ზუგდიდის მერს ირაკლი გოგოხიას 10 ათასი ლარის კუპონი გადასცა სოციალურად დაუცელი ბავშვებისთვის. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა,რომ ჭყონიას საპატიო ზუგდიდელის წოდება უნდა მიენიჭოს.
Print