რუბრიკები
პრემიერის ვიზიტი გააპროტესტეს ზუგდიდში
"ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები და ანი ნადარეიშვილის ორგანიზაცია "თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის"  წევრები ნიკოსეულ სასახლეში პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის  მისვლას საპროტესტო აქციით დახვდენენ. აქციის მონაწილეებმა მთავრობა უმოქმედობაში დაადანაშაულეს და მთავრობის მეთაურს გადადგომისკენ მოუწოდეს. ხელისუფლების წარმომადგენლებს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა წითელი ბარათები უჩვენეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშილი დღეს ზუგდიდს სტუმრობს. მან ცაიშის სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა. მოგვიანებით მან ამერიკის ელჩ რიჩარდ ნორლანდთან ერთად ამერიკული რესტორანი "მაკდონალდსი" ოფიციალურად  გახსნა.
Print