რუბრიკები
საგანგებო თათბირი გაიმართა ზუგდიდის გამგეობაში (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ, ძლიერი ქარით  გამოწვეულ პრობლემებთან დაკავშირებით საგანგებო თათბირი გამართა. შეხვედრას მუნიციპალიტეტის 48 ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი ესწრებოდა. გამგებლის მოადგილის გურგენ სართანიას თქმით, ზარალს სპეციალური კომისია შეისწავლის და შედეგებს ცენტრალურ მთავრობას აცნობებს. „კომისია თითოეულ მოსახლის ზარალს შეისწავლის. ჩვენ ცენტრალურ მთავრობას ყველა ინფორმაციას მივაწვდით და დაველოდებით მათ რეაგირებას“, - თქვა გურგენ სართანიამ. გუშინ მოვარდნილმა ძლიერმა ქარმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში თხილის მოსავლის ნაწილი გაანადგურა.
Print