რუბრიკები
თინა ხიდაშელმა დაღუპული კაპრალის ოჯახს სენაკში მიუსამძიმრა (ვიდეო)
თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა გარდაცვლილი კაპრალის რამაზ დავითაიას ოჯახს მიუსამძიმრა. მინისტრი სენაკს დღეს ესტუმრა და მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა. თინა ხიდაშელის განცხადებით, თავდაცვის სამინისტრო კაპრალის ხსოვნის უკვდავსაყოფად ყველაფერს გააკეთებს და მის ოჯახზე იზრუნებს. რამაზ დავითაია მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის შემადგენლობაში ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში ასრულებდა მისიას. 2012 წლის 20 ივნისს ის პატრულირების დროს მძიმედ დაიჭრა, რის შემდეგ იგი ჯერ გერმანიაში შემდეგ კი სამშობლოში მკურნალობდა. კაპრალის გადარჩენა ვერ მოხერხდა და დავითაია რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. კაპრალი რამაზ დავითაია  ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით და სხვადასხვა მედლებითაა დაჯილდოებული. კაპრალ რამაზ დავითაიას სამოქალაქო პანაშვიდები სოფელ საწულეისკიროში დღეიდან დაიწყო. მხედრული პატივის მიგების ცერემონია მის საცხოვრებელ ადგილზე ყოველდღე, 12:00 საათიდან 20:00 საათამდე ჩატარდება. ქართველი სამხედრო 16 ივნისს, 15:00 საათზე, მხედრული პატივით დაიკრძალება.
Print