რუბრიკები
აშშ-ში ყველაზე პოპულარულ დირექტორად Google-ის ლარი პეიჯი დასახელდა
კომპანია Glassdoor-ის მიერ შედგენილი რეიტინგის მიხედვით, Google-ის თანადამფუძნებელი და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი ლარი პეიჯი, აშშ-ის მსხვილ კომპანიებს შორის ყველაზე პოპულარულ ხელმძღვანელად დასახელდა. პეიჯით კმაყოფილების დონემ Google-ს თანამშრომლებს შორის 97% შეადგინა და ამ მაჩვენებლით მან მცირედით გაუსწრო უახლოეს კონკურენტებს. მეორე ადგილზე გავიდა Nike-ის გენერალური დირექტორი მარკ პარკერი და მისი კმაყოფილების დონეც 97% იყო. მესამე ადგილზეა სუპერმარკეტების ქსელის, HEB-ის ხელმძღვანელი ჩარლზ ბატი. Facebook -ის მარკ ცუკერბერგი მეოთხეა სიაში (95%), Apple-ის ტიმ კუკი მეათე (94%). გასული წლის რეიტინგის ლიდერი იყო Linkedln-ის ხელმძღვანელი ჯეფ ვინერი და წელს ის მე-12-ეა, 93%-იანი კმაყოფილებით. შარშანდელ რეიტინგში ლარი პეიჯს მე-11-ე ადგილი ეკავა და იგივე პოზიციაზე იყო 2013 წლის რეიტინგშიც. GOOGLE და LEVI’S-ი სენსორულ ჯინსებს გამოუშვებს GOOGLE-მა საკუთარი ფოტოსერვისი წარადგინა GOOGLE საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს GOOGLE ძიების შედეგების ჩვენების გარდა, ვაჭრობასაც იწყებს GOOGLE დათხოვნილ თანამშრომლებს ხელფასს უხდის 2015 წელს GOOGLE-ს რუკაზე საქართველოს 5 ქალაქი სრულად განთავსდება GOOGLE მობილური ოპერატორი გახდა GOOGLE MAPS-მა დასახელება “სუხუმი” “სოხუმად” შეცვალა GOOGLE-მა GOOGLE GLASS-ის წარმოება შეაჩერა  
Print