რუბრიკები
განათლების მინისტრი ზუგდიდში სკოლის დირექტორებსა და მასწავლებლებს შეხვდა (ვიდეო)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, მოადგილეებთან ერთად, მასწავლებლის პროფესიული განვითარების გეგმა სამეგრელო-ზემო სვანეთის სკოლის დირექტორებსა და პროფესორ-მასწავლებლებს წარუდგინა. შეხვედრაზე ასევე წარმოადგინეს ახალი საუნივერსიტეტო პროგრამები, რომლებიც ახალგაზრდების პედაგოგიური სფეროთი დაინტერესაბასა  და მასწავლებლის პრესტიჟის ამაღლებას ემსახურება. შეხვედრა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა. განათლების სამინისტროს ახალი სქემა ხარისხიანი განათლების დამკვიდრებას ემსახურება და თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპებს ეფუძნება. სქემა პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებასთან ერთად მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გაზრდას გულისხმობს.
Print