რუბრიკები
ზუგდიდში "ეროვნულებმა" ყრილობა გამართეს (ვიდეო)
სამეგრელოში მოძრაობა „ეროვნულების“ რეგიონული ორგანიზაცია დაფუძნდა.  ყრილობაზე მოძრაობის დამფუძნებლებმა „ეროვნულების“ მომხრეებს სიტყვით მიმართეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. შეხვედრას, როგორც ეროვნული მოძრაობის წევრები, ასევე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და სახელისუფლო გუნდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათი უმრავლესობა აცხადებს, რომ მოძრაობა აპოლიტიკურია, დანარჩენები  მიიჩნევს, რომ „ეროვნულების“ და „ქართული ოცნების“ შეხედულებების დიდი ნაწილი იდენტურია და ისინი ერთად გააგრძელებენ ქვეყნის განვითარებისთვის ბრძოლას. ზუგდიდში ყრილობის შემდეგ ღონისძიების მონაწილეებმა აქცია-მსვლელობით ზვიად გამსახურდიას ძეგლთან გადაინაცვლეს, რომელიც გვირგვინით შეამკეს.
Print