რუბრიკები
ზუგდიდში სტიქიით დაზარალებულთათვის პირველადი მოხმარების ნივთების შეგროვება დაიწყო (ვიდეო)
თბილისში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად „ზუგდიდის განვითარების“ ცენტრი საზოგადოებას გაერთიანებისკენ მოუწოდებს და დაზარალებულთათვის ნებისმიერი სახით (პირველადი მოხმარების საგნები, ტანსაცმელი, საოჯახო ინვენტარი , მედიკამენტები). დახმარების ინიციატივით გამოდის. ცენტრის ხელმძღვანელის ანა წითლიძის განცხადებით, მსურველებს შეუძლიათ მიმართონ, როგორც ზუგდიდის, ისე მარტვილის ოფისებს, რადგან აქციაში ჩართულია სამეგრელოს მასშტაბით მომუშავე ცენტრის ყველა ოფისი. სამეგრელო - ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორის აპარატსა და სამხარეო ადმინისტრაციაში შექმნილია მობილური ჯგუფები, რომლებშიც გაერთიანებული არიან ადმინისტრაციისა და აპარატის თანამშრომლები, ასევე მოხალისეები, რომლებიც დედაქალაქში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობის დახმარების სურვილს გამოთქვამენ.
Print