ზუგდიდში შშმ პირთა დღე პანტომიმის თეატრალური წარმოდგენით აღნიშნეს (ვიდეო)
10:45 / 15.06.2015
ზუგდიდში, სკეიტ პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე პანტომიმის თეატრალური წარმოდგენით აღნიშნეს. ღონისძიება ასოციაციაციის „დეა“ ორგანიზებითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.
„დღეს შშმ პირთა უფლებების დაცვის ეროვნული დღეა. ეს არის დღე, როდესაც თითოეულმა ჩვენთაგანმა და სახელმწიფომ კიდევ ერთხელ უნდა გადავხედოთ, რა გავაკეთეთ და კიდევ რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ შშმ პირების ჩართვა მოხდეს საზოგადოებრივ ცხოვრებაში“, - თქვა „დეას“ ხელმძღვანელმა მადონა ხარებავამ.
საქართველოში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე 14 ივნისს აღინიშნება. 1995 წელს 14 ივნისს საქართველოში მიღბულ იქნა კანონი „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის“ შესახებ.
მასალის გამოყენების პირობები