რუბრიკები
ზუგდიდში სახელმწიფო დროშები დაუშვეს
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაზე, გლოვის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშა დაუშვეს. „პატივს მივაგებთ 13 ივნისს, თბილისში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს“, - ნათქვამია ზუგდიდის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განკარგულებით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 15 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა.
Print