რუბრიკები
ქალაქ ზუგდიდის მერიაში პირველადი საჭიროების ნივთების შეგროვება მიმდინარეობს
ქალაქ ზუგდიდის მერიაში, თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად შექმნილ შტაბში, პირველადი საჭიროებების ნივთების შეგროვება მიმდინარეობს. აქციაში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები არიან ჩართულნი. ზუგდიდის მერია  თანამოქალაქეებს მოუწოდებს ჩაერთონ აქციაში და საკუთარი წვლილი შეიტანონ დაზარალებულთა დასახმარებლად. მერიის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მსურველებს პირველადი დახმარების ნივთები  მერიის შენობაში 17  საათამდე შეუძლიათ მიიტანონ.
Print