რუბრიკები
სტიქიის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს ზუგდიდში (ვიდეო)
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში, თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. პანაშვიდს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მრევლი დაესწრო. თბილისში 13 ივნისს სტიქიის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 10-ს კი ამ დრომდე ეძებენ. სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი 40 მილიონს შეადგენს ვახტანგ გომელაური – 24 ადამიანი დაკარგულად ითვლება მარიამ ქუთელიას ცხედარი ამოიცნეს მაშველები სტიქიის დროს დაკარგულ ზუგდიდელ გოგონას ეძებენ საქართველოში 15 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა      
Print