რუბრიკები
ჟანა ფრისკე გარდაიცვალა
2015 წლის 15 ივნისს, მომღერალი ჟანა ფრისკე, 40 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია ფრისკეს მამამ უკვე დაადასტურა. მომღერალს თავის სიმსივნე ჰქონდა, რომელსაც 2013 წლის შუა რიცხვებიდან მოყოლებული ებრძოდა. როგორც ჟანა ფრისკეს და - ნატალია ამბობს, ის სახლში მოულოდნელად გარდაიცვალა. მან ძალები მოიკრიბა და მუსიკოსის გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა:

„ჩემო ძვირფასო! ჩემო საყვარელო! ჩემო დაო... ახლა როგორ ვიცხოვრო შენს გარეშე? ვის მოვუყვე ჩემი საიდუმლოებები? ვინ მომცემს ახლა რჩევებს? ისეთი ცარიელი ვარ შიგნიდან... ცრემლებიც კი არ დამრჩა... შენ ყოველთვის ჩემს გულში იქნები! მიყვარხარ ჩემო ერთადერთო.“

ჟანა ფრისკეს მამის განცხადებით, იგი აპირებს სპეციალური ფონდი დაარსოს, რომელიც კიბოთი დაავადებულ ადამიანებს დაეხმარება. ჟანას 8 ივლისს 41 წელი შეუსრულდებოდა.
Print