რუბრიკები
ზუგდიდიდან თბილისში პირველადი მოხმარების ნივთები და ტექნიკა გააგზავნეს (ვიდეო)
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ლევან შონიას ინიციატივით რეგიონის ყველა საკრებულოში, მერიასა და გამგეობაში სპეციალური შტაბები შეიქმნა , სადაც მსურველებს მთელი დღის განმავლობაში შეეძლოთ თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებულთათვის პირველადი მოხმარების საგნების მიტანა. აქციაში, რომელსაც ორგანიზება სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციამ გაუწია ჩაერთო სამეგრელოს ყველა მუნიციპალიტეტის თვითმმართველობები, არასამთავრობო ორგანიზაციები და რიგითი მოქალაქეები. მუნიციპალიტეტებიდან სატვირთო მანქანებითა და ავტობუსებით ჩამოტანილი ნივთები სამხარეო ადმინისტრაციის წინ საგანგებოდ მოწყობილ კარავში გროვდებოდა. ამასთან ადგილობრივ თვითმმართველობაში შექმნილია მობილური ჯგუფები, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, თბილისში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობისათვის მზად არიან.
Print